IRI-ის კვლევა

IRI-ს კვლევა: მოსახლეობის 45% COVID-19-ის აცრას არ გაიკეთებს

www.collective-evolution.com

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 45% არ აიცრება, Covid-19-ის აცრას 18% გაიკეთებს.

კვლევის კითხვაზე, "მას შემდეგ რაც Covid-19-ის ვაქცინა უფრო ხელმისაწვდომი გახდება და ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება, რა იქნება თქვენი გადაწყვეტილება" პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა

  • 18% - ავიცრები, როგორც კი ვაქცინა ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდება
  • 19% - ავიცრები, რაღაც დროის გასვლის შემდეგ
  • 7% - ავიცრები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონი ან ჩემი დამსაქმებელი აცრას მოითხოვს
  • 45% - არ ავიცრები
  • ​5% - უკვე ავიცერი
  • 7% - არ ვიცი/უარი პასუხზე

კვლევა ჩატარებულია 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.

კომენტარები