ჟურნალისტებზე ძალადობა

კრამონი: წულუკიანის ქმედებამ ყველა დაგვამუნჯა

ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ამ საქმეებს და იმან, რაც თქვენმა კულტურის მინისტრმა გააკეთა, ყველა დაგვამუნჯა. ეს აბსოლუტურად არ ახასიათებს დემოკრატიულ სახელმწიფოებს. ჩემი პირველი განცხადება იყო ჟურნალისტების სოლიდარობის ნიშნად. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჟურნალისტებმაც უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები. ეს ნამდვილად ვერ გაამართლებს იმ ქმედებას, რომ მინისტრმა ჟურნალისტს შეიძლება ხელიდან მიკროფონი გამოგლიჯოს, მაგრამ ჟურნალისტებმაც მაქსიმალური უნდა გააკეთონ, რათა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრება დაიცვან.  

ასევე დავამატებ, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ამ ქვეყანაში მედია შეტევის ქვეშაა.

თქვა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა. 22 ივლისს თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და არ დაუბრუნა.

კომენტარები