კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 7 დღეში მლნ კაცზე ახალი შემთხვევებით საქართველო მე-8 ადგილზეა, აცრებით – 125-ეზე

Shutterstock

ბოლო ერთი კვირის მონაცემით, 1 მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით სიკვდილიანობის ახალი შემთხვევებით საქართველო მსოფლიოში მე-19 ადგილზეა. საქართველოზე მაღალი სიკვდილიანობა მხოლოდ შემდეგ ქვეყნებს აქვთ: ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ნამიბია, ტუნისი, ბოტსვანა, ფიჯი, პარაგვაი, სეიშელის კუნძულები, საფრანგეთის გვიანა, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, კოლუმბია, მიანმარი, კუბა, ინდონეზია, რუსეთი, ზიმბაბვე, მალაიზია და ბრაზილია.

რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შემთხვევებს, ბოლო 7 დღის მონაცემებით, საქართველო მილიონ მოსახლეზე ინფიცირების ახალი ფაქტებით მსოფლიოში მე-8 ადგილს იკავებს. საქართველოზე მეტი შემთხვევა მილიონ მოსახლეზე განაწილებით ბოლო ერთ კვირაში მხოლოდ კუნძულ მენზე, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე, მარტინიკაზე, ფიჯიზე, გიბრალტარზე, კუბასა და შანელის კუნძულებზე აღირიცხა. საქართველომ ინფიცირების ახალი შემთხვევებით გადაუსწრო დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდების სამეფოს, ესპანეთს, მალტას და კვიპროსს.

წინა კვირასთან შედარებით, საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა, ხოლო სიკვდილიანობა 1%-ით შემცირდა. 

ვაქცინაციის ტემპით კი საქართველო პირველ ასეულშიც კი არ არის. მილიონ მოსახლეზე ადმინისტრირებული დოზების რაოდენობით ქვეყანა მსოფლიოში 125-ე ადგილს იკავებს. საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 3.9%.

კომენტარები