რამდენიმე კვირის წინ მსახიობი ადამ დრაივერი პარფიუმერიული ბრენდის, Burberry-ს სახე გახდა.
ვარსკვლავური ომების ვარსკვლავმა ახალ რეკლამაში ითამაშა. სიუჟეტის მიხედვით მსახიობი წყალში ცხენთან ერთად შედის, უკან კი კენტავრად გარდაქმნილი ბრუნდება.
"წარმოგიდგენთ ახალ სუნამოს Burberry Hero-ს. ადამ დრაივერი განასახიერებს თავისუფლების მაძიებელ კაცს, რომელიც ტრანსფორმაციას განიცდის. ის ძლიერი, დახვეწილი, მძლავრი და კეთილია, როგორც ჩვენი დროის გმირს შეეფერება". – წერია ვიდეორგოლის აღწერილობაში.
რეკლამა Under The Skin-ის რეჟისორმა, ჯონათან გლეიზერმა გადაიღო. საუნდტრეკი მომღერალს, FKA Twigs-ს ეკუთვნის.