ცოტა ხნის წინ, ფილმის Marriage Story პიარ კამპანიის ფარგლებში ადამ დრაივერი რადიო NPR-ის გადაცემას ესტუმრა. ეთერი ნორმალურად დაიწყო, თუმცა, როდესაც წამყვანმა ფილმიდან ის ნაწყვეტი ჩართო, რომელშიც დრაივერი სიმღერას Being Alive ასრულებს, მსახიობი სტუდიიდან გაიქცა.
საკუთარი საქციელი დრაივერს არ განუმარტავს. რადიოს თანამშრომლები დიდი ხანი ვერ ხვდებოდნენ თუ რაში იყო საქმე.
სავარაუდოდ, მსახიობის ასეთი ქცევა აიხსნება იმით, რომ დრაივერი ფილმებს საკუთარი შესრულებით არ უყურებს და ვერ იტანს თავისი ხმის მოსმენას. ერთხელ მან აღიარა, რომ სურათში Inside Llewyn Davis მუსიკალურ ნომრის შესრულებას ნანობს.