ამერიკელი მსახიობი ადამ დრაივერი ახალ ფილმში კუბელი რევოლუციონერის უილიამ ალექსანდერ მორგანის როლს შეასრულებს.
მომავალი ფილმის სახელია Yankee Comandante. პროექტზე რეჟისორი ჯეფ ნიკოლსი იმუშავებს.
მორგანი ფიდელ კასტროს და ჩე გევარას თანამებრძოლი იყო, რომელმაც კუბის რევოლუციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. იგი ერთადერთი ამერიკელია, რომელსაც კომანდანტეს(კუბური პარტიზანული მოძრაობის ოფიცერი) წოდება აქვს მინიჭებული.
სურათის გადაღებები 2021 წელს არის დაგეგმილი.