კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 796 შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.71%-ია

CDC/Science Photo Library

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 41 684 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 088 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.71%, ბოლო 14 დღის - 6.73%, ბოლო 7 დღის - 7%.

ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 359 გამოვლინდა, აჭარაში - 413, იმერეთში - 263, ქვემო ქართლში - 152, შიდა ქართლში - 120, გურიაში - 71, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 108, კახეთში - 178, მცხეთა-მთიანეთში - 58, სამცხე-ჯავახეთში - 57, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 147, საიდანაც  5 427 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 811 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 20 909 პირი - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 053 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პაციენტი.

29 ივლისის მონაცემებით, სულ ქვეყანაში  413 626 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან  379 685 გამოჯანმრთელდა, ხოლო  5 768 გარდაიცვალა.

კომენტარები