ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2021

სააკაშვილი: ოფიციალურად გაფორმდა გაუნათლებელი, სუნიანი ოლიგარქის სამუდამო დიქტატურა

დღეს, საქართველოში უკვე საბოლოოდ და ოფიციალურად გაფორმდა გაუნათლებელი, სუნიანი ოლიგარქის სამუდამო დიქტატურა.

მე ველოდები პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის ოპერატიულ რეაგირებას, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩარევას და უახლოეს საათებში.

წერს ერთი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებაზე.

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა.

კომენტარები