ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2021

ბოკუჩავა: სანქციები აუცილებლად იქნება, თუ ივანიშვილი კიდევ მოპარავს ხალხს არჩევანს

ორი რაღაცის ეშინია ბიძინა ივანიშვილს - ქუჩაში პროტესტისა და საერთაშორისო სანქციების და სანქციები აუცილებლად იქნება, თუ ივანიშვილი მოპარავს ქართველ ხალხს მორიგ ჯერზე არჩევანს. ამაში დარწმუნებულია აბსოლუტურად ყველა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების წარმომადგენლები, ეს ძალიან კარგად იციან. შესაბამისად, ეს საერთაშორისო ასპექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ არავის არ აქვს ილუზია, რომ კობახიძის განცხადებიდან გამომდინარე ქართულმა ოცნებამ მოიხსნა ის ვალდებულება, რომელიც მათ ჰქონდათ, რომ ჩაეტარებინათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 43%-ზე ქვემოთ დარჩენის შემთხვევაში.

როდესაც, თქვენ [ჟურნალისტს] ჩვენს სტრატეგიაზე, ჩვენს გეგმებსა და ელექტორალურ კონფიგურაციაზე გვესაუბრები, რა თქმა უნდა, უმთავრესი ამოცანა არის ეს, რომ ჩემი, როგორც ენმ-ს წევრის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავარწმუნო იმაში, რომ შემოხაზოს 5 ნომერი და აირჩიოს სხვადასხვა კანდიდატი, რომელიც წარვადგინეთ საქართველოს მასშტაბით და კონკრეტულად ჩემს პარტიას წარმოადგენენ, მაგრამ უმთავრესი მიზანი, რომელმაც უნდა გაგვაერთიანოს, უნდა იყოს ის, რომ ადამიანებმა გააკეთონ ოპოზიციური არჩევანი, გააკეთონ არჩევანი დასავლურ ოპოზიციასა და რუსულ ოცნებას შორის.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ, ტელეკომპანია პირველთან ლაპარაკისას.

კომენტარები