ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2021

უდუმაშვილი: დღეიდან ვერთვებით ბრძოლაში, ყველა კანდიდატი მთელ საქართველოში ვიშლებით

დღეიდან მე დავიწყებ კარდაკარ სიარულს როგორც მცხეთაში, ასევე სოფლებში. შევალ ყველა ოჯახში აბსოლუტურად და მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენს მოსახლეობას ვესაუბროთ ამ არჩევნების მნიშვნელობაზე. არამარტო იმაზე, რომ კონკრეტულ სოფელს რა პრობლემა გააჩნია, არამედ ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს, იმიტომ, რომ ის პრობლემები რომ მოგვარდეს, რაც მოსახლეობას გააჩნია, ამისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს.

დღეიდან ვერთვებით უკვე ბრძოლაში, ვიშლებით მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა კანდიდატი და ორ ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.

თქვა მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები