ჟურნალისტებზე ძალადობა

წულუკიანი მთავარი არხის ჟურნალისტს: ორი ცალი [მიკროფონი] გაქვთ და რად გინდა?!

თეა წულუკიანი

"ორი ცალი გაქვთ და რად გინდა?!". – ასე პასუხობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვას, როდის დააბრუნებს ის ტელეკომპანიის წართმეულ მიკროფონს. 

22 ივლისს თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და არ დაუბრუნა. ჟურნალისტ ემა გოგოხიას ინფორმაციით, ადგილზე გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ კულტურის მინისტრს, რომელმაც მიკროფონი წაართვა, ვერ მიუახლოვდებიან. 

23 ივლისს მთავარმა არხმა საქართველოს პროკურატურას მიმართა. 25 ივლისს კი, თეა წულუკიანმა თქვა, რომ ეს მისი პოლიტიკური თამაშია.

"ქალბატონო ევა, კი არადა ემა, დღეს-ხვალ ვარ სვანეთში და მობრძანდით, თუ გაქვთ ამოსასვლელი პირი, თუ არადა მობრძანდით სხვაგან, სადაც ვიქნები და დაიბრუნეთ ქონება, თუ არადა დაელოდეთ თქვენს მორიგ მწარე მარცხს 3 ოქტომბერს და მაშინ მე თვითონ მოვალ, დაგიბრუნებთ ამ მიკროფონს და გეტყვით, რომ თქვენ დამარცხდით". –მიმართა კულტურის მინისტრმა მთავარი არხის ჟურნალისტს.

კომენტარები