კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 141 შემთხვევა, დღიური დადებითობა 7.75%-ია

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 40 553 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 509 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.75%, ბოლო 14 დღის - 6.28%, ბოლო 7 დღის - 6.92%.

ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 648 გამოვლინდა, აჭარაში - 438, იმერეთში - 270, ქვემო ქართლში - 152, შიდა ქართლში - 132, გურიაში - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 139, კახეთში - 186, მცხეთა-მთიანეთში - 70, სამცხე-ჯავახეთში - 43, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456, საიდანაც  5 256 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 798 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 20 402 პირი - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 018 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პაციენტი.

28 ივლისის მონაცემებით, სულ ქვეყანაში 410 830 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან  377 597 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 751 გარდაიცვალა.

კომენტარები