ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

27 ივლისის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0892 ლარია, ევროსი კი – 3.6409 ლარი.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 27 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.64 თეთრით გაუფასურდა. კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.0828 ლარი იყო.

ლარი გაუფასურდა ევროს მიმართაც, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი 27 ივლისის ბოლოსთვის 3.6409 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6371 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ევროს მიმართ ზუსტად 0.38 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი მათ მიმართაც გაუფასურდა. თურქული ლირის კურსი 0.3604 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.2588 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 28 ივლისიდან შევა.
 

კომენტარები