არჩევნები 2021

გახარია: დამთავრდა ტყუილი დაპირებების და ერთმანეთთან ჩხუბის დრო, ქაოსი უნდა დასრულდეს

დამთავრდა ამ ტყუილი დაპირებების დრო, დამთავრდა ერთმანეთთან ჩხუბის, გინების და ცემა-ტყეპის დრო. ეს ქაოსი ამ ქვეყანაში და ამ სახელმწიფოში უნდა დასრულდეს. და არავინ ამას არ დაასრულებს ჩვენ გარდა. მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ადამიანი რომელიც ჩვენს გვერდით იქნება - იქნება ის ხალხი, რომელსაც თქვენ გადაწყვეტთ რომ აქ უნდა იყოს. არცერთი საკითხი არ გადაწყდება ისე, რომ თქვენი ჩართულობა არ იყოს. ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ძალაუფლება მისია და არავის არა აქვს უფლება, მის მაგივრად გადაწყვიტოს, სად რა გზა უნდა დაიგოს, სად რომელი სკოლა გარემონტდეს, სად რა უნდა აშენდეს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარია ჩხოროწყუში ახალი ოფისის გახსნისას.

კომენტარები