არჩევნები 2021

ხოშტარია: ოპოზიციური პარტიები არ ვერწყმებით ერთმანეთს, ურთიერთკონტროლის პრინციპი გვაქვს

ჩვენ საკრებულოში ყველა ცალ-ცალკე სიით გავდივართ, ჩვენი გაერთიანება არ არის შერწყმა, არავითარ შემთხვევაში არ არის შერწყმა, რადგან ეს იქნებოდა, ჯერ ერთი, მოტყუება საზოგადოების და მერე, სამომავლოდ იქნებოდა საშიში, იმიტომ, რომ ჩვენ ერთი ძალა ძალაუფლებაში არ გვჭირდება, გვინახავს, ყველა, კარგი მმართველობის პირობებშიც კი, მონოლითურმა ძალაუფლებამ გააფუჭა ამ ქვეყანაში საქმე და ბევრი შეცდომა დაუშვა.

ამიტომ, პრინციპულად ჩვენ არ ვერწყმებით ერთმანეთს, ჩვენ ურთიერთკონტროლის პრინციპს ვთავაზობთ ერთმანეთს... უბრალოდ ვიძახით, რომ გამარჯვებისთვის და მერე სამომავლო წესრიგისთვის, რაც ხალხს სჭირდება, აი, ამ მერობის კანდიდატზე ვთანხმდებით და ეს გუნდი თანხმდება, რომ ელენე ხოშტარია, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი პროცენტით გავა, ის იქნება საკრებულოს თავმჯდომარე

მოძრაობა დროას ლიდერი, ოპოზიციის ნაწილის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ფორმულას ეთერში.

კომენტარები