ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

26 ივლისის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0828 ლარია, ევროსი კი – 3.6371 ლარი.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 26 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.72 თეთრით გამყარდა და 3.0828 ლარი შეადგინა – კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.1000 ლარი იყო.

ლარი გამყარდა ევროს მიმართაც, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი 26 ივლისის ბოლოსთვის 3.6371 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6481 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ევროს მიმართ ზუსტად 1.1 თეთრით გამყარდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, თურქული ლირის კურსი 0.3602 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.2521 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 27 ივლისიდან შევა.

კომენტარები