ეკონომიკა

2021 წლის II კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის II კვარტალში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა, კერძოდ, საცხოვრებელი ქონების ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.1% შეადგინა. 

2020 წლის საშუალოსთან შედარებით კი ფასები ლარში 8.9%-ითაა გაზრდილი. 

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების ფასები ბაზარზე, ძირითადად, დოლარში დგინდება, ხოლო ფასების ინდექსი ლარში გამოითვლება.

2020 წლის II მერე კვარტალში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში საშუალოდ 3.13 იყო, ხოლო 2021 წელს – 3.32. 

საშუალო გაცვლითი კურსის 6%-იანი ზრდა, თავის მხრივ, ფასების ინდექსის ცვლილებაზეც აისახება. 

ანგარიშის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კერძო სახლების ფასების 17.9%-იანი, ხოლო ბინების 7.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თუმცა, თითქმის 6%-იანი ზრდა სწორედ დოლარის კურსის ცვლილებაზე მოდის. 

საქსტატის კვლევა მოიცავს მხოლოდ თბილისსა და მის შემოგარენს.

თბილისის ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებელ უბნებად ისევ მთაწმინდა, ვაკე და საბურთალო რჩება. 

უძრავი ქონების 1 კვადრატული მეტის მედიანური ღირებულება კი ყველაზე დაბალი სამგორშია.  


 

კომენტარები