ეკონომიკა

თურნავა: მეტი სესხის აღების არც სურვილი გვაქვს და არც შესაძლებლობა

ჩაკეტილი ინდუსტრიების დასახმარებლად დიდძალი სესხი ავიღეთ, მეტი სესხის აღების არც სურვილი და არც შესაძლებლობა არ გაგვაჩნია, იმიტომ, რომ სესხი სესხია, ის იქნება დასაბრუნებელი, ამიტომ, შევქმენით ყველა პირობა იმისა, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია და გამოვიდეთ ამ ვითარებიდან ნაკლები დანაკარგით, ამას სწორედ ასე განვახორციელებთ. 

ახალი ხელშეკრულება წელს მარტივი მიზეზის გამო არ დადებულა, პანდემიის დროს ქვეყანამ აიღო საკმაოდ დიდი ვალდებულება, ნუ, ეს გამოუვალი ვითარებიდან გამომდინარე, მთელმა მსოფლიომ აიღო ძალიან ბევრი ახალი ვალდებულება, გლობალურად თუ შეხედავთ, საგარეო ვალის აგრეგირებული მოცულობა საკმაოდ გაიზარდა, იგივე მოხდა საქართველოშიც და იცით, რომ ჩვენ, პრაქტიკულად, ზღვარზე ვართ ამ თვალსაზრისით, ვალს ბიუჯეტი ვეღარ აიღებს, მაგრამ არც არის ამის აუცილებლობა, როდესაც ქვეყანაში გაქვს 2 მლნ დოზა ვაქცინა და კიდევ 1 მლნ გზაშია, რა საჭიროა, რომ დავამძიმოთ ბიუჯეტი და მოსახლეობა დამატებითი სესხით, ამის ნაცვლად, მოგიწოდებთ, რომ ელემენტარულად ვაქცინაცია ჩაიტაროთ.

თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები