მეტრო

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მიღება განახლდა

რუსთავი 2

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მიღება განახლდა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს, 25 ივლისს,15:40 საათიდან, ტექნიკური უნივერსიტეტის და სამედიცინო უნივერსიტეტის სადგურებზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ტექნიკური ხარვეზის გამო იყო შეფერხება. 

მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მგზავრთა გადაყვანას.

 

 

კომენტარები