მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს - მეტროსადგურ სამგორში, მატარებლის ვაგონში მგზავრი გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას სატრანსპორტო სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, შემთხვევის გამო, მგზავრებს მეტროსადგურები სამგორი, ისანი და ვარკეთილი ვერ ემსახურება. უწყების ინფორმაციით, მოძრაობა შსს-ს ნებართვის შემდეგ განახლება, მას შემდეგ რაც სამართალდამცველები პროტოკოლურ სამუშაოებს დაასრულებს.
არსებული ინფორმაციით, კაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამაც:
"თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფეხებულია. შეფერხების მიზეზი მს სამგორში მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები სამგორი, ისანი და ვარკეთილი დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე. მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან მს ახმეტელის თეატრიდან 300 არაგველამდე და პირიქით. პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს". - ნათქვამია განცხადებაში.





