არჩევნები 2021

მერია: ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომლებმაც პლაკატები გააკრეს, ისინი დაჯარიმდებიან

სირცხვილია

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომლებმაც თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები. მერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად.

"არა ნაცებს, არა ბოროტებას!" – წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის ქუჩებში ჰომოფობიური პლაკატები გამოაკრეს.  პლაკატებზე გამოსახულნი არიან პოლიტიკოსები, კრიტიკული მედიის მენეჯერები და სამოქალაქო აქტივისტები.

მსგავსი შინაარსის პლაკატი წინასაარჩევნოდ 2018 წელსაც გამოჩნდა, როდესაც  საარჩევნო ბანერებზე სალომე ზურაბიშვილი ახალი პლაკატით შეცვალეს, იმავე წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას!".

ფოტოზე ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ გამოსახული, კერძოდ: ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები.

კომენტარები