არჩევნები 2021

გახარია: ალიანსს არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან არ ვაპირებთ, მერობის ჩვენი კანდიდატი გვეყოლება

ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები და რეგიონალური არჩევნების ჭრილშიც, რა თქმა უნდა, თბილისის მერის არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსს არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან არ ვაპირებთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ახალი დაფუძნებული პარტია, ჩვენთვის პარალელურად მიმდინარეობს ახლა როგორც პარტიული სტრუქტურების შექმნა, ისე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად, თითქმის ბოლო დღემდე გამოვიყენებთ დროის რესურსს იმისთვის, რომ ჩვენი კანდიდატი იყოს ღირსეული, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ღირსეულ კანდიდატებს. 

თქვა პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ. 

კომენტარები