კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: კლინიკებსა და COVID-სასტუმროებში ადგილები დაემატა, 6 000-ზე მეტი ადგილია ჰოსპიტლებში

დაემატა ადგილები, როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ასევე პედიატრიული ადგილებიც, კიდევ დაემატება და ასევე ემატება COVID-სასტუმროების ადგილებიც. 6000-ზე მეტია ჰოსპიტალურ სექტორში ადგილები. ბოლო ორი დღის განმავლობაში, დაახლოებით, 1 000-მდე საწოლი COVID-სასტუმროებში დაემატა და კიდევ აქტიურად მიმდინარეობს სასტუმროების მობილიზება.

თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პირველ არხთან საუბარში. 

კომენტარები