ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება ანტიკორუფციულ ქსელს ქმნის

ევროპული საქართველო ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებასთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით ანტიკორუფციულ ქსელს ქმნის და აქტიურ მოქალაქეებს ქსელში ჩართვისკენ მოუწოდებს. ანტიკორუფციულ ინიციატივას ევროპული საქართველოს ახალი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი უხელმძღვანელებს

"ბოლო დღეებში საფრთხე, რომელიც, წლებია, ზვავდებოდა და გროვდებოდა, განსაკუთრებით გამოჩნდა და განსაკუთრებული სისასტიკით და უტიფრობით გაგვიმხილა, რას უქადის ჩვენს ქვეყანას, თუ ამ ძალამ, ამ ხელისუფლების გარშემო შემოკრებილმა ძალებმა გაიმარჯვეს დროებით მაინც. ისეთი გარკვევით გაკეთებული გზავნილი იყო ძალადობა, რომელიც ვიხილეთ ამ დღეებში და ამ ძალადობასთან ერთად თანმხლები გზავნილი ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა სპიკერისგან, ღარიბაშვილის, კობახიძის, მორგოშიას, ისინი ერთი სახე არიან, ერთ სულ და ერთ ხორც არიან. პირდაპირ გვითხრეს, რომ მათი ამოცანაა, ამ ქვეყანას თაობების განმავლობაში არ ჰქონდეს შანსი, იყოს ნორმალური თავისუფალი სამყაროს ნაწილი". – თქვა გიგა ბოკერიამ ანტიკორუფციული ქსელის პრეზენტაციაზე. 

პარტიის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ანადგურებს იმ წარმატებებს, რომელსაც ქვეყანამ კორუფციასთან ბრძოლაში ვარდების რევოლუციის შემდეგ მიაღწია. ევროპული საქართველოს ლიდერები თვლიან, რომ ვითარება კრიტიკულია – ქართულმა ოცნებამ კორუფცია ძალაუფლების შენარჩუნების მთავარ იარაღად აქცია და მოქალაქეებისთვის წართმეული ფულით პოლიტიკური ზეწოლის და ძალადობის მანქანას აფინანსებს თავისუფლებისმოყვარე მოქალაქეების და ეროვნული თავისუფლების წინააღმდეგ.

კომენტარები