კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: უახლოეს დღეებში ლოკდაუნსა და მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებას გამოვრიცხავ

გამოვრიცხავ უახლოეს დღეებში ლოკდაუნსა და მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებას, მე პირადად ამას მხარს არ ვუჭერ და, რამდენადაც ვიცი, მთავრობაც მხარს არ უჭერს. გაიხსნა ბიზნესები, ადამიანები დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. თუ ამ მაღალ რიცხვს შევინარჩუნებთ, ჩვენ უზრუნველყოფთ ყველა ავადმყოფის მოვლას.

ზრდა მოსალოდნელია, საჭიროა ის ნორმატივები დავიცვათ, რომელიც ახლა გვაქვს -პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და თავშეყრის ადგილებში, ასევე, საზღვარზე კონტროლის გამკაცრება. დღეს კრიტიკული არ არის, წარმატებით ვუმკლავდებით. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ინფიცირების დღევანდელ მოცემულობას გავუძლოთ წარმატებით და კიდევ უფრო ცოტა მეტს.

IPN-ის ცნობით, ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარები