ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში 5 ადამიანი მგლებზე და ცხვრებზე საბავშვო წიგნების გამოქვეყნების გამო დააკავეს

  ჰონგ-კონგის პოლიციის ეროვნული უშიშროების დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი სტივ ლი საბავშვო წიგნებთან ერთად, რომლებიც "ამბოხის წამახალისებელი მასალას" შეიცავს
REUTERS/Tyrone Siu

ჰონგ-კონგის პოლიციამ ხუთი ადამიანი ამბოხისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს. პოლიციის თანახმად, დაკავებულების მიერ გამოქვეყნებული წიგნები, რომლის პერსონაჟებიც მგლები და ცხვრები არიან ბავშვებში ქალაქის ხელისუფლების მიმართ სიძულვილის გაღვივებას ემსახურება.

დაკავებულები ჰონგ-კონგის მეტყველების თერაპევტების პროფკავშირის წევრები არიან. პოლიციის ინფორმაციით დაკავებულია 25-28 წლის ორი კაცი და სამი ქალი. სამართალდამცველებს მათი ვინაობა არ გაუმჟღავნებიათ.

პოლიციის უფროსმა ინსპექტორმა სტივ ლიმ თქვა, რომ დაკავებულების მიერ გამოქვეყნებული წიგნები საზოგადოების წინააღმდეგ მოქმედებისკენ უბიძგებს.

პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი წიგნი ცხვრების სოფლის მცველები ჰონგ-კონგში გამართულ საპროტესტო აქციებთან იყო დაკავშირებული. წიგნში მგლებს სოფლის დაკავება და ცხვრების შეჭმა სურთ, ხოლო ცხვრები თავს რქებით იცავენ და მგლებს წინააღმდეგობას უწევენ.

პოლიციის უფროსმა ინსპექტორმა სტივ ლიმ თქვა, რომ დაკავებულების მიერ გამოქვეყნებული წიგნები საზოგადოების წინააღმდეგ მოქმედებისკენ უბიძგებს.

მეორე წიგნი ჰყვება 12 ცხვრის ისტორიას, რომლებიც მგლების სოფელში შესაჭმელად გაიტაცეს. პოლიციის აზრით, ეს ისტორია გასული წლის აგვისტოში ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგის 12 მცხოვრების დაკავებასთანაა დაკავშირებული. მოქალაქეები ქალაქიდან გაქცევას ნავით ცდილობდნენ. სტივ ლის თქმით, ეს ისტორია ფაქტებს არ ეფუძნება და მთავრობის მიმართ სიძულვილს აღვივებს.

მესამე წიგნში მგლები გვირაბით იპარებიან ცხვრების სოფელში, ნაწარმოებში მგლები ჭუჭყიანებად, ხოლო ცხვრები სუფთებად არიან გამოყვანილები. სტივ ლის თქმით, ამის მიზანი ხელისუფლების წინააღმდეგ სიძულვილის შექმნაა.

ამბოხების შესახებ კანონის ფარგლებში ბრალის პირველად წარდგენის დროს მაქსიმალური სასჯელი ორწლიანი პატიმრობაა. ჰონგ-კონგის მეტყველების თერაპევტთა პროფკავშირს, რომლის წევრებიც დაკავებულები არიან, მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ჰონგ-კონგის მთავრობა უარყოფს, რომ ქალაქში უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებით მდგომარეობა უარესდება. გასულ წელს ჰონგ-კონგში ახალი უშიშროების კანონი მიიღეს, რასაც ოპოზიციური ხმის უფრო აქტიური ჩახშობა მოჰყვა, თუმცა სამართალდამცველები ამბობენ, რომ საბავშვო წიგნების ავტორების დაკავება სამხილებზეა დაფუძნებული და არ აქვს რაიმე კავშირი დაკავებულთა პოლიტიკურ შეხედულებებთან ან პროფესიასთან.

კომენტარები