კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 261 შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.17%-ია

Shutterstock

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 36 656 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 410 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.17%, ბოლო 14 დღის - 5.25%, ბოლო 7 დღის - 5.78%.

ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 246 გამოვლინდა, აჭარაში - 238, იმერეთში - 173, ქვემო ქართლში - 119, შიდა ქართლში - 123, გურიაში - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 100, კახეთში - 126, მცხეთა-მთიანეთში - 50, სამცხე-ჯავახეთში - 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 476, საიდანაც 4 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 501 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 14 313 პირი - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 906 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 პაციენტი.

22 ივლისის მონაცემებით, სულ ქვეყანაში 395 621 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 369 483 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 636 გარდაიცვალა.

კომენტარები