არჩევნები 2021

ბოკერია: არჩევნებზე ოპოზიციის კოორდინაციაზე გადაწყვეტილებას ორიოდე დღეში მოგახსენებთ

აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენ, ევროპულ საქართველოს, ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, კოორდინირება და შეთანხმება ამ არჩევნებზე როგორც თბილისში, ისე საკვანძო ქალაქებსა და რეგიონებში მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს თავჯდომარეებზე. დაგვიანდა ამ შეთანხმების მიღწევა, ჩვენი აზრით, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან ან არასდროს. ამიტომ, იმედი გვაქვს და ასე გვაქვს დაგეგმილი, რომ სულ ორიოდე დღეში ყველა თქვენ ამ კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი. ის გვარები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, აბსოლიტურად ლეგიტიმურად განხილვის საგანი იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველას მოგახსენებთ ორიოდე დღეში.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ისაუბრა. გუშინ, 20 ივლისს, ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა.

კომენტარები