კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ეკონომიკური ფონი მძიმეა, რაც ტოტალური ლოკდაუნის შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს

ამ ეტაპზე, შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი აქცენტი კეთდებოდა შეზღუდვების წინააღმდეგ ისევ მოსახლეობის მხრიდან, სოციალური ფონი და ასევე, ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური ლოკდაუნის შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს და ამის აუცილებლობა დღეს არც არის, რადგან გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა. დღეს ჩვენთვის მეტად აქტიური მექანიზმი იმისთვის, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ, არის ვაქცინაცია და ასევე, იმ რეგულაციების აღსრულება, რაც ძალაშია. არავის არ უთქვამს, რომ პირბადის გამოყენება საჭირო არ არის და დიდი სოციალური შეკრებები დასაშვებია - დღეს ეს არის მთავარი ბუსტერი ეპიდემიის. ამდენად, რაც დადგენილია იმ რეგულაციების დაცვა, აუცილებელია

IPN-ს ცნობით, ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.  21 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 37 627 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 943 ადამიანი. 

კომენტარები