ჟურნალისტებზე ძალადობა

ჯაფარიძე: აგრესია თავისუფალი ჟურნალისტის მიმართ სისუსტის პირველი გამოვლინებაა

ლელო

"აგრესია თავისუფალი ჟურნალისტის მიმართ სისუსტის პირველი  გამოვლინებაა". – ამბობს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე. ქართული ოცნების წევრებისგან მედიის მიმართ გაკეთებულ კომენტარებზე საუბრისას.

"პოლიტიკოსს ევალება, გამოიჩინოს მოთმინება ნებისმიერი უხერხული კითხვის დასმის შემთხვევაშიც კი. ეს არის ჩვენი ვალდებულება და ჟურნალისტები კომფორტს არ უნდა გვიქმნიდნენ, ჟურნალისტის ამოცანაა, რომ უხერხული კითხვა დაგვისვას, კრიტიკული კითხვა დაგვისვას და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს მოვითმინოთ და ჟურნალისტს მშვიდად ვუპასუხოთ. აგრესიისგან თავი უნდა შევიკავოთ, აგრესია თავისუფალი ჟურნალისტის მიმართ არის პირველი სისუსტის გამოვლინება პოლიტიკოსისგან". – ამბობს ბადრი ჯაფარიძე ტელეკომპანია პირველთან. 

გუშინ, 20 ივლისს კახა კალაძემ მედიაზე საუბრისას თქვა, რომ "არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, მთელი წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში". 

ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა. წარდგენაზე მისული ოცნების წევრები და მხარდამჭერები კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიულები იყვნენ - მათ კითხვებს პასუხს არ სცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტო ჟურნალისტს გამოგლიჯა და დახია. თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ ჟურნალისტებს მასზე უძალადიათ. "ყარხართ, თქვენ ხართ ნაგავი, სამარცხვინოები, ნაძირალები" - ამ სიტყვებით კი ჟურნალისტებს გოგა ხაინდრავამ მიმართა.  

კომენტარები