ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ გამყარდა

20 ივლისის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0962 ლარია, ევროსი კი – 3.6492 ლარი.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 20 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.14 თეთრით გამყარდა და 3.0962 ლარი შეადგინა – კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.1076 ლარი იყო.

ლარი გამყარდა ევროს მიმართაც, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი 20 ივლისის ბოლოსთვის 3.6492 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6592 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ევროს მიმართ ზუსტად 1 თეთრით გამყარდა.

შეგახსენებთ, რომ ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1-ელი ივლისიდან მყარდება, როცა კურსმა ლოკალურ პიკს, 3.1659 ლარს მიაღწია. მას შემდეგ, დოლარი ეტაპობრივად უფასურდებოდა, თუმცა 8 ივლისიდან 15 ივლისამდე კვლავ გამყარდა. ბოლო 4 დღეა, დოლარი ყოველდღიურად კარგავს ღირებულებას ლართან მიმართებით. 

რაც შეეხება ევროს, ლართან მიმართებით ევროპული ვალუტის გაცვლითი კურსი ბევრად არასტაბილურია და ბოლო პერიოდის განმავლობაში 3.76-3.70 შუალედში მერყეობდა, თუმცა ბოლო 2 კვირის მანძილზე მკვეთრად ეცემა – დღევანდელი კურსი 2021 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია. 

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, თურქული ლირის კურსი 0.3619 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.2210 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 21 ივლისიდან შევა.

კომენტარები