არჩევნები 2021

ბოკერია: ვინც ივანიშვილის კანდიდატი იქნება, ჩათვალეთ, ხმას აძლევთ ღარიბაშვილს ან მორგოშიას

ლოგიკურია, რომ რცხვენოდეთ და მალავდნენ ამ ამბავს, იმიტომ, რომ ეხლა, დღეს, ვინც გინდა იყოს, ვინც ივანიშვილის გარემოცვის კანდიდატი იქნება სადმე და მითუმეტეს ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ჩათვალეთ, რომ ხმას აძლევთ ღარიბაშვილს ან მორგოშიას. სწორად რომ გვესმოდეს, კალაძეში აქ აღარ არის საქმე, ეს ერთი ერთმანეთში აზელილი ბოროტების გუნდია, რომელიც ძალადობას გვახვევს თავს და ამიტომ ვიძახი, რომ ყველაზე გამოსაჩენი ადამიანები ამ ბოროტებაში, ღარიბაშვილი, მორგოშია და ეგეთი ხალხი, მაგათ მხარდაჭერას გთხოვთ ეხლა კალაძე თქვენ.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების მიერ მერობის კანდიდატად, კახა კალაძის დაანონსებაზე. დღეს, 20 ივლისს, ქართული ოცნება მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს წარადგენს

კომენტარები