კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: რეგულაციები რომ სრულდებოდეს, დღეს 2 600 შემთხვევა ნამდვილად არ გვექნებოდა

ყველა ვხედავთ, რომ ის რეგულაცია, რომელიც დღეს ფურცელზე არის განსაზღვრული და კანონმდებლობა მოითხოვს, ის რომ სრულდებოდეს, დღეს 2 600 შემთხვევა ნამდვილად არ გვექნებოდა.

 პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში არის გაზიარებულია, მონიტორინგი მნიშვნელოვანია და სახელმწიფო ინსტიტუციები მათი შესაძლებლობების ფარგლებში ამ მონიტორინგს ახორციელებენ, თუმცა, დამრღვევის პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ის, რომ ჯარიმა გადაიხადოს და ამით, მერე მშვიდი სინდისით გააგრძელოს გართობა, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და აქ სამოქალაქო პასუხისმგებლობა სამთავრობო სექტორთან თუ არ გაზიარდა, ვიქნებით მუდმივად ამგვარ რთულ მდგომარეობაში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებზე გამოწერილი გადაუხდელი ჯარიმები ჩამოეწერათ.

კომენტარები