ქართული ოცნება

ხვალ, 20 ივლისს ქართული ოცნება თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს

Supporters of the opposition Georgian Dream Coalition shout slogans at an election rally in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

ხვალ, 20 ივლისს ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს. ღონისძიების მოსაწვევი სოციალურ ქსელში გავრცელდა, თუმცა პარტიას ჯერ არც ოფიციალური ანონსი გაუვრცელებია და წარდგენაზე არც მედია მიუწვევია.

ქართული ოცნების პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ღონისძიებაზე დამატებით ინფორმაციას ხვალ გაავრცელებენ და დასწრების შესაძლებლობა ყველა მედიას ექნება.

17 ივლისს მთავარი არხი, ფორმულა, TV პირველი და TVკავკასია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულ ტელევიზიებმა ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს და მათ "არ აინტერესებთ პასუხები კითხვებზე, ისინი მუდმივად იქცევიან დესტრუქციულად და მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიჰყვებიან". ღონისძიებაზე მხოლოდ რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედის და POSTV-ს წარმომადგენლები იყვნენ.

ამ ფონზე17 ივლისს ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა "ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ".  მან მედიის პროტესტი  კვლავ სააკაშვილისა და მისი რადიკალური ჯგუფის სპეკულაციად მოიხსენია

კომენტარები