შარლ მიშელი

მიშელი: ევროკავშირს სურს, უფრო აქტიური როლი ითამაშოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში

შარლ მიშელი

"ევროკავშირს სურს, უფრო აქტიური როლი ითამაშოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, გააძლიეროს კავშირი რეგიონის ქვეყნებთან და აქტიურად იმუშაოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის  მოსამზადებლად".-  ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ევროკავშირი მზად არის, იყოს ახლოს და იყოს კონსტრუქციული პარტნიორი პრობლემური საკითხების გადასაჭრელად და დემოკრატიული ღირებულებების გასავრცელებლად“. - ამბობს შარლ მიშელი. 

ამასთან ერთად, სამხრეთ კავკასიის პრობლემებზე საუბრისას შარლ მიშელმა რამდენიმე საკითხი გამოყო: აგრესიული რიტორიკის თავიდან აცილება;  საზღვრების დელიმიტაციის პრობლემა; ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება; სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობა.

19 ივლისს ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ქართულ მხარეს წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები.

კომენტარები