ვაქცინაცია საქართველოში

გაბუნია: აცრის საიტი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ხელშია, ხარვეზები აღარ იქნება

რაც შეეხება პორტალთან დაკავშირებულ ტექნიკურ პრობლემას, ეს იყო სინოფარმის შემთხვევაშიც, მანამდე კიდევ რამდენიმე ეპიზოდი იყო. ტექნიკური გაუმართაობიდან გამომდინარე და იმის საჭიროებიდან, რომ პრევენციული ზომები მიგვეღო, ჯანდაცვის სამინისტრომ დახმარებისთვის მიმართა სხვადასხვა შესაბამის უწყებას. დღეს ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ხელშია საიტის ტექნიკური უზრუნველყოფის მხარე, ასევე, მისი დაცვის საკითხიც და ვფიქრობთ, მსგავსი ხარვეზები აღარ გამეორდება.

საიტი იყო გამართული, მე ტექნიკური სპეციალისტი არ ვარ, ამიტომ თემას ვერ ჩავუღრმავდები, ჩვენთვის, როგორც პორტალის მომხმარებლისთვის, მთავარია, ვიცოდეთ, რომ საიტი არის წესრიგში. ამის შესახებ როდესაც გვაქვს წინასწარი დასტური, რა თქმა უნდა, მოლოდინი, რომ მსგავსი პრობლემები იქნება, ნაკლებია. როგორც ჩანს, არ იყო ის დატვირთვა, რაზეც საიტი არის გათვლილი. სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ, რომ შევამციროთ მსგავს პორტალებზე დამოკიდებულება ამ პროცესში.

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები