პრაიდის კვირეული

ძალადობისკენ მომწოდებელი დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი გამოკითხვაზე მივიდა

რადიო თავისუფლება/კადრი ვიდეოდან

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს ორკებს "სამშობლოსთვის, ღმერთისთვის" ძალადობისკენ მოუწოდებდა, პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა. 

"არანაირი ძალადობისკენ მოწოდება არ [ყოფილა] მოხდა ფაბრიკაცია თქვენ მიერ. მხოლოდ ამოღებულ იქნა სიტყვა "ძალადობა". იმ 10-წუთიან გამოსვლაში არ ყოფილა არცერთი მოწოდება ჟურნალისტების ცემისკენ ან ვინმეს შეურაცხყოფისკენ. იყო პირდაპირი ნათქვამი, რო ვიღაც რომ სახლში შემოგივარდეს... მე ვარ აღნიშნული ადამიანის უფლებადამცველი, მივდივარ, რომ დავკითხოთ და გაძლევთ კონკრეტულ პასუხს - ეს პასუხი თქვენ არ გაკმაყოფილებთ. გეუბნებით, არ მოუწოდებია. გამოკითხვაზე ვართ, იმიტომ, რომ ეს ბუნებრივი არის, დაისვა საკითხი. თქვენ ისე გაუშვით ეს სიუჟეტი. არანაირი [საეკლესიო]  სასჯელი არ მიუღია. 

[მოწოდება] ვისზე იყო და ქვეყნის წინააღმდეგ ვინც იბრძვის, ამაზეა საუბარი. ქვეყანას რომ ვინმე თავს დაესხას, იარაღით ხელში, იქ იმ მომენტში ჟურნალისტებზე არანაირი ზეწოლა არ იყო. ეს გამოსვლა იყო მანამ, სანამ ამბები დაიწყებოდა. არ წაახალისა [ძალადობა]". - ამბობს მისი ადვოკატი.

კომენტარები