პრაიდის კვირეული

სამართალდამცავები პუტინისტური დაჯგუფების ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას სახლშიც მივიდნენ

სამართალდამცავები პუტინისტური დაჯგუფება ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებლის, კონსტანტინე მორგოშიას სახლშიც მივიდნენ. პოლიციამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

დღეს, 16 ივლისს სამართალდამცველებმა პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის სახლიც გაჩხრიკეს. მისი ცოლის ინფორმაციით, პოლიცია დილით ცხრის ნახევარზე შევიდა, ჩხრეკის დასრულების შემდეგ პოლიციამ მახარაძე განყოფილებაში გადაიყვანა.

ჩხრეკა მიმდინარეობს ძალადობრივი, პუტინისტური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის სახლშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ასახელებს, თუ ვის სახლებში მიმდინარეობს ჩხრეკა, თუმცა უწყებაში ადასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები 5-6 ივლისის მოვლენებს ეხება. 

კომენტარები