ფულადი გზავნილები

ივნისის ფულადი გზავნილები 2-წლიან მაქსიმუმზეა – გადმომგზავნი ქვეყნების სია

საქართველოს ეროვნული ბანკის რელიზის მიხედვით, 2021 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $201.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ივნისის გზავნილების მოცულობა 19.3%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ქვეყნები, საიდანაც ივნისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილები შემოვიდა:

  1. იტალია – $31.7 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან – 18.34%
  2. რუსეთის ფედერაცია – $39 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან – 19.98% 
  3. აშშ – $24.98 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან – 24.62%
  4. საბერძნეთი – $20.2 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან – 1.61%
  5. ისრაელი – $15.64 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან – 12.78%
  6. გერმანია – $9.7 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან – 47.5%
  7. თურქეთი – $9.09 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან – (-16.42%)
  8. უკრაინა – $8 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან – 23.51%
  9. აზერბაიჯანი – $7 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან – 49.89%
  10. ესპანეთი – $4.92 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან – 9.79%

2021 წლის ივნისში, საქართველოდან საზღვარგარეთ $26.5 მილიონი დოლარი (83.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ივნისის ($21.9 მილიონი დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20.8%-ით მეტია.

კომენტარები