ვაქცინაცია

ხუნდაძე ვაქცინაციაზე: კარგიცაა, რომ აქტივობა ისეთი მაღალია, ტექნიკური პრობლემებიც იქმნება

ვაქცინების კუთხით არჩევანის საშუალება, ხედავთ, რომ ეტაპობრივად იზრდება. ქვეყანაში უკვე შემოვიდა Pfizer-ის ვაქცინაც. მასზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო. შესაბამისად, რეგისტრაციის პროცესიც საკმაოდ გადატვირთული იყო. ერთი მხრივ, კარგია, რომ მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია, იმდაგვარი, რომ ზოგჯერ გარკვეული ტექნიკური პრობლემებიც იქმნება. მაგრამ, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამ წუთშიც მიდის მუშაობა და პრობლემა უახლოეს საათებში მოგვარდება. მთავარია, რომ აქტივობა არ შევანელოთ, ანუ აცრის სურვილი არის პრაქტიკულად არამხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა, არამედ სხვის ჯანმრთელობაზე ზრუნვაც. ხედავთ, რომ "დელტა" შტამის სიჭარბემ გამოიწვია ბავშვთა ინფიცირების დინამიკის ზრდა. ამიტომ ავიცრათ, თუნდაც იმიტომ, რომ სახლში ბავშვებს ვირუსი არ მივუტანოთ.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები