ვაქცინაცია საქართველოში

ვაქცინაზე რეგისტრაციის საიტის ჩამონათვალში ფაიზერი საერთოდ გაქრა

ფაიზერზე ვაქცინაცია 15:00-ზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, საათზე მეტია, საიტი შეფერხებით მუშაობს - მოქალაქეები ვაქცინაზე ვერ რეგისტრირდებიან. ჯანდაცვის სამინისტრო ამას "მაღალი მიმართვიანობით ხსნის".

ცოტა ხნის წინ კი ვაქცინების რეგისტრაციის საიტის ჩამონათვალში ფაიზერი საერთოდ გაქრა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის 28 000 დოზა საქართველოში დღეს, 14 ივლისს, შემოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Pfizer-ით აცრას მოქალაქეები პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ.

საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ ქვეყანა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ Pfizer-ის მილიონ დოზას ეტაპობრივად მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, წელს, დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე  Pfizer-ის 1.5 მილიონი დოზა შემოვა საქართველოში.

კომენტარები