ვაქცინაცია

Pfizer-ის ვაქცინაზე მოქალაქეები ვერ რეგისტრირდებიან, პორტალი შეფერხებით მუშაობს

Pfizer-ის ვაქცინაზე მოქალაქეები ვერ რეგისტრირდებიან, პორტალი კვლავ შეფერხებით მუშაობს. რეგისტრაცია დღეს, 3 საათზე დაიწყო.

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის 28 000 დოზა საქართველოში დღეს, 14 ივლისს, შემოვიდა.

შეგახსენებთ, რომ Pfizer-ით სრულად აცრისთვის საჭიროა ორი დოზის გაკეთება 21-28 დღის ინტერვალით.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Pfizer-ით აცრას მოქალაქეები პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ Pfizer-ის მილიონ დოზას ეტაპობრივად მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, წელს, დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე  Pfizer-ის 1.5 მილიონი დოზა შემოვა საქართველოში.

კომენტარები