კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 663 შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.68%-ია

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 35 559 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 769 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.68%, ბოლო 14 დღის - 4.1%, ბოლო 7 დღის - 4.46%.

ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევიდან თბილისში 988 გამოვლინდა, აჭარაში - 407, იმერეთში - 121, ქვემო ქართლში - 95, შიდა ქართლში - 55, გურიაში - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 71, კახეთში - 122, მცხეთა-მთიანეთში - 35, სამცხე-ჯავახეთში - 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 491, საიდანაც 3 753 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 952 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 9 786 პირი - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 721 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პაციენტი.

14 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 381 336 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 361 237 გამოჯანმრთელდა, 5 492 გარდაიცვალა.

კომენტარები