ოპერატორის გარდაცვალება

ბოკერია ლაშქარავაზე: პირველივე წამიდან მთელი რესურსი ჩართეს რეპუტაციის დისკრედიტაციაზე

ტბელ აბუსერიძე/ტაბულა

"პირველივე წამიდან ამ ხალხმა მთელი რესურსი ჩართო გარდაცვლილის რეპუტაციის დისკრედიტაციაზე". – ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე, საუბრისას.

"ამ ხალხს ამ ენერგიის მეასედი დაეხარჯა გამოძიებაზე, 5 ივლისამდე ყველა ამ ჯგუფების, რომლებიც ზოგი პირდაპირ პუტინთან არის დაკავშირებული, ზოგი მოძალადეა და აკოორდინირებდნენ - ორგანიზატორები ვინ ჰყავდათ, ფულს ვინ აძლევდათ... ეს ხომ არ მოხდებოდა? ამაზე ხარჯავენ რესურსს". – ამბობს ბოკერია მთავართან ინტერვიუში. 

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება.

ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა

კომენტარები