ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
კუბა

კუბაში ანტისამთავრობო აქციებზე ათობით ადამიანი დააკავეს [ფოტოები]

სამშაბათი, 13 ივლისი, 2021 - 12:24
დემონსტრანტები ჰავანაში კაპიტოლის შენობასთან, 11 ივლისი.
Yamil Lage/AFP via Getty Images
tbl.ge/5m7i
დაკოპირდა

​კუბაში ანტისამთავრობო აქციებზე ათობით ადამიანი დააკავეს. ბოლო ათწლეულების მანძილზე ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო ტალღა დაიწყო.

პროტესტი ძლიერმა ეკონომიკურმა კრიზისმა, საკვების და მედიკამენტების დეფიციტმა, ფასების ზრდამ, კორონავირუსის ვაქცინების მიუწვდომლობამ და პანდემიის არაეფექტიანმა მართვამ გამოიწვია.

დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქ ჰავანაში იმართება. აქციებზე ისმის ლოზუნგები, "თავისუფლება", "ძირს დიქტატურა", "ძირს კომუნიზმი".

"არ გვეშინია, ცვლილებები გვინდა, აღარ გვინდა დიქტატურა". – უთხრა BBC-ს აქციის ერთერთმა მონაწილემ.

დემონსტრანტების დაკავებისას უშიშროების ძალები და პოლიცია დაკავებულებს სცემდა და მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეის იყენებდა. სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში დაშავდა Associated Press-ის ჟურნალისტი.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა ადგილას ინტერნეტი გაითიშა.

დემონსტრანტები დედაქალაქ ჰავანაში კაპიტოლიუმის შენობასთანGetty Images
კუბის პრეზიდენტი დიას-კანელი (ცენტრში) მხარდამჭერებთან ერთად სან ანტონიო დე ლოს ბანოსშიGetty Images
Associated Press-ის ჟურნალისტი, რომელიც პოლიციასთან დემონსტრანტების დაპირისპირებსას დაშავდაGetty Images
პროტესტის დროს დაზიანებული პოლიციის მანქანაGetty Images
Associated Press-ის ჟურნალისტი, რომელიც პოლიციასთან დემონსტრანტების დაპირისპირებსას დაშავდაGetty Images
დემონსტრანტს აქციის დროს აკავაბენ, ჰავანაGetty Images
Getty Images
Getty Images

დემონსტრაციების საპასუხოდ კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და არეულობაში აშშ დაადანაშაულა. კუბაზე დაწესებულ სხვადასხვა სანქციების მან "ეკონომიკური დახრჩობის პოლიტიკა" უწოდა. დიას-კანელის თქმით დემონსტრანტებს აშშ-ს მიერ დაქირავებული მებრძოლები არიან, რომელთა მიზანიც კუბის დესტაბილიზაციააა. თავის მხარდამჭერებს მას "რევოლუციის" დაცვისკენ და დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდა. (იგულისხმება 1959 წლის კომუნისტური რევოლუცია)

"ბრძლის ბრძანება გაცემულია, რევოლუციონერებო ქუჩაში!" - გამოაცხადა დიას-კანელმა.

კუბაში მიმდინარე მოვლენებს აშშ გამოეხმაურა და კუბელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ჩვენ კუბელი ხალხის გვერდით ვართ, მაშინ როცა ისინი თავიანთ ფუნდამენტურ და საყოველთაო უფლებებს ითხოვენ, ითხოვენ თავისუფლებას და შვებას პანდემიის ტრაგიკული გავლენსიგან და ათწლეულობით გაგრძელებული რეპრესიებისა და ეკონომიკური გაჭირვებისგან" - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

საპირისპიროდ ვენესუელის ლიდერმა ნიკოლას მადურომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა კუბის პრეზიდენტს და კუნძულის "რევოლუციურ მთავრობას". კუბის ხელისუფლება მადუროს ახლო მოკავშირეა. მექსიკის და რუსეთის განცხადებით, კუბის შიდა საქმეებში სხვა სახელმწიფოები არ უნდა ჩაერიონ.

აქციები კუბაშიანტისამთავრობო პროტესტი კუბაშიდემონსტრაციები კუბაშიკუბა

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 15 მაისი, 2026 - 12:39საწვავის მარაგის ამოწურვის შემდეგ, კუბას CIA-ს უფროსი ეწვია
  • ორშაბათი, 30 მარტი, 2026 - 12:38აშშ ნედლი ნავთობით დატვირთულ რუსულ ტანკერს კუბაში შესვლის საშუალებას მისცემს
  • კვირა, 22 მარტი, 2026 - 19:05რუსული საწვავით დატვირთულმა კუბისკენ მიმავალმა ტანკერმა კურსი იცვალა
  • სამშაბათი, 17 მარტი, 2026 - 12:15კუბაში აშშ-ს ნავთობის ბლოკადების შედეგად ელექტროენერგია სრულიად გაითიშა
  • კვირა, 15 მარტი, 2026 - 01:10კუბაში, ქალაქ მორონში, აქციის მონაწილეებმა კომუნისტური პარტიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 20:23

დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა

საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ტენდერი გამოცხადდა
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 20:14

საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ტენდერი გამოცხადდა

საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს - ვოლსკი
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 19:03

საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს - ვოლსკი

ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოებაზეც იმსჯელებენ
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 18:50

ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოებაზეც იმსჯელებენ

რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ბავშვი
ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026 - 18:27

რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ბავშვი

ყველაზე კითხვადი

"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
1"მანქანა გამიჩერდა. ავზი ნულზეა" - ვოლოგდის გუბერნატორი
2ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
3ჰიპერი: ისტორიის გადაწერის მცდელობაა, თითქოს ევროკავშირი ბელარუსს ომში ითრევს
42015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს
5დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში