მე-10 მოწვევის პარლამენტი

მედიის, ოპოზიციის და აქტივისტების ნაწილი სხდომათა დარბაზში შევიდა

IPN

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის, მედიის და აქტივისტების ნაწილი დარბაზში შევიდნენ. 

მათ შესვლას ქართული ოცნების დეპუტატებთან ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.  ოპოზიციის წევრებმა პარლამენტის სავრაძლიდან ევროკავშირის და საქართველოს დროშები გადმოფინეს. 

ისინი ამ დრომდე იკავებენ სხდომატა დარბაზს. როდის დაიწყება რიგგარეშე სხდომა, უცნობია. 

პარლამენტში დილიდანვე დაძაბულობაა. მედიის წამრომადგენლებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც შენობის გარეთაც დაძაბულობა მოჰყვა. მედიის უმეტესობას პარლამენტში შესვლის საშუალებას ახლაც არ აძლევენ. 

ტვ პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი შენობიდან ზალის გამოყენებით გაიყვანეს. 

11 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ, 6 საათიდან მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის ორგანიზების მიზეზი TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა, რომელიც 5 ივლისს პუტინისტმა ორკებმა სასტიკად სცემეს.

მედიის წარმომადგენლებმა პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვეს და ირაკლი ღარიბაშვილს დრო დილამდე მისცეს. ღარიბაშვილი არ გადადგა. 

 

 

კომენტარები