ღირსების მარში

პრემიერი: ჩვენ ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში

ეს ტრაგედია, ჩვენ ვნახეთ ყველამ, რომ სცადეს, გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური ძალების მისაღწევად, რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას.

რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაისაჯ, დაიღუპა ბატონი ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება აბსოლუტურად მთელი სიმკაცრით დასჯილი, პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომელიც ჩართული იყო აღნიშნული პირის ცემის საქმეში.

კიდევ ერთხელ მსურს, განვაცხადო, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, ჩვენ ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში, ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას ჩვენს სახელმწიფოში

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღირსების მარშის ორგანიზებას კვლავ "ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეკლესიურ ძალებს" და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აბრალებს. 5 ივლისს ღირსების მარშის კონტრაქციაზე, ხელისუფლების და საპატრიარქოს წახალისებულმა ორკებმა 55 ადამიანს სცემეს, აქედან 53 მედიის წარმომადგენელს. TV პირველის ნაცემი ოპერატორი 11 ივლისს სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები