ღირსების მარში

მდინარაძე: პუტინი აფინანსებს LGBT თემსაც და რადიკალებსაც, გვილაგდება რუსული სცენარი

ყველას მიმართ, რომელი უმცირესობაც არ უნდა იყოს, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ ამას, ჩვენ ვართ ტოლერანტულები, მაგრამ როდესაც ვიცით, რომ პროვოკაციული მიზნებია, როდესაც პუტინის მსგავსი რაღაც სქემები ლაგდება ხოლმე, პუტინი რასაც აკეთებს, ხომ ვიცით ყველამ? პუტინი აფინანსებს ლგბტ თემსაც, ეს არის გავრცელებული აზრი და აფინანსებს რადიკალებსაც.

დარწმუნებული ვარ, [რუსეთში ლგბტ უფლებები] იმიტომ ირღვევა, რომ რაღაცნაირად ანტიდასავლური განწყობები გააღვივოს, ეს არის პუტინის მეთოდები, რომ ერთი მხრივაც ხელი შეუწყოს, ისინი საბოლოოდ არ ჩაკვდნენ, ასე ვთქვათ, და მეორე მხრივაც, ვიღაცამ არ ჩაკლას რაღაცა სხვა იდეა ვითომ კონსერვატიული და ამის ეგიდით, ეს უნდა დაგვილაგდეს საქართველოში? ამისკენ მივდივართ ჩვენ? სადაც ტოლერანტული განწყობაა რეალურად და ეს არის მათ შორის ტრადიციაც და ჩვენ ახლა პუტინის მსგავსი სვლები უნდა დაგვილაგდეს დაფაზე, რომ ერთი მხრივ, ამათმა არ უნდა მოიხარონ ქედი არაფრის წინაშე და არ აინტერესებს არაფერი LGBT თემს, "ხალხი დაიხოცოს თუნდაც, იქ უნდა გავიარო", რაც არ უნდა გააფრთხილოს და რაც არ უნდა შეხვედრები გაუმართოს შსს-მ და მეორე მხარეს ვიღაცეები დასდევენ ჟურნალისტებს და არ ელოდებიან ვიღაცის ჩამოვლას, ეს არის პროვოკაცია კონკრეტული ადამიანების მხრიდან, რომელიც, რბილად რომ ვთქვა, არ არის ამ ქვეყნის კეთილმოსურნე, ხო?

ჩვენ გვილაგდება საქართველოში რუსული სცენარი, ევროპული ეგიდით და დეკლარირებითგვილაგდება რუსული სცენარი და ამას ცდილობენ, რომ შეტენონ სახელმწიფოს

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე რუსთავი ორის ეთერში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე.

კომენტარები