ოპერატორის გარდაცვალება

მამა ზაზა მეუფე ანტონს: 1 ადამიანის სიცოცხლე არის მთელი სამყარო, განუზომლად მნიშვნელოვანი

დღესაც ვფიქრობდი, რამდენად იყო ეს შეფასებები ადეკვატური, სწორი, იყო საერთოდ კი შეფასებები, რომლებიც პოსტ ფაქტუმ ამას გააშუქებდა? ის, რომ ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მნიშვნელოვანი, ის, ვინც სიცოცხლეს და სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს, ამ დროს ვხედავთ სულ სხვანაირად. ღმერთი რაღაც საშინელ ურჩხულად უნდათ წარმოადგინონ და ადამიანებს ასეთი მიმართულებით რწმენა, იმედი, სიყვარული დააკარგვინონ. ეს არის მიზანმიმართული ქმედება, ბოროტი გონების მიერ კარგად ჩაფიქრებული და ამას გარკვეული თანმიმდევრობით ახორციელებენ, რასაც არ შეიძლება შევურიგდეთ, იმიტომ, რომ ამას ქრისტესთან, ღმერთთან და მის ეკლესიასთან არაფერი კავშირი არ აქვს. 

ერთი ადამიანის სიცოცხლე არის მთელი სიცოცხლე, მთელი სამყარო. ღმერთმა ერთი ადამიანი შექმნა, მილიარდობით ადამიანი არ შეუქმნია და ერთი ადამიანის სიცოცხლე არის განუზომელად მნიშვნელოვანი, შეუფასებელი. მსგავსი შეფასება მეტყველებს შემფასებელზე. მილიარდები უნდა ამოწყდნენ, რათა ჩავთვალოთ, რომ ეს არ უნდა მოხდეს? ეს არის სრულიად გაუგებრობა. ამიტომ მსგავსი შეფასებების დროს, შემფასებელები უნდა დაფიქრდნენ, რას ლაპარაკობენ, რაზე მეტყველებენ, რაზე მიუთითებენ. ამ ადამიანის სიკვდილი არის უდიდესი ტრაგედია, მაგრამ ამავდროულად ეს არის ქართველობის, ადამიანობის, ჯენლტმენობის განსახიერება, რომლისთვისაც მოკვდა და რომლისთვისაც ალბათ ღირს სიცოცხლე, რომ თუ ადამიანი მოკვდება, მხოლოდ ამისთვის მოკვდეს. 

ასე გამოეხმაურა დეკანოზი ზაზა თევზაძე ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის სიტყვებს – "ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ"

კომენტარები