ოპერატორის გარდაცვალება

მეუფე გრიგოლი: როცა თემა არის კონფრონტაციული, სასწაული უნდა მოხდეს, რომ მსხვერპლი არ იყოს

ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ გარდაიცვალა ამ მოვლენებისას, 5 ივლისს განვითარებული მოვლენებისას, დარბეული და ნაცემი ერთ-ერთი ჟურნალისტი და ოპერატორი. მე არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი წუხილი ამის გამო. ადამიანები ყოველდღე იღუპებიან, გარდაცვალება ამ ცხოვრებისთვის ჩვეულებრივ მოვლენად არის ქცეული, ისევე როგორც დაბადება. ჩვენ ვართ წუთისოფლის მგზავრები, მაგრამ არავის აქვს უფლება, ხელყოს მეორე ადამიანის სიცოცხლე, რადგან შენ არ მიგიცია მისთვის სიცოცხლე. [..]

ჩნდება კითხვა, ადამიანები, რომლებიც მეორე ადამიანის მკვლელობაში არიან გარეული, ვის სწირავენ მსხვერპლს, ღმერთს თუ ეშმაკს? ამაზე კარგად უნდა ვიფიქროთ ჩვენ, ქრისტიანებმა. [..]

ის, რომ ასეთი მასშტაბის ღონისძიებები იგეგმება, მით უმეტეს, ღონისძიება, როდესაც თემა არის, ასე ვთქვათ, ორ ჯგუფს შორის კონფრონტაციული ხასიათის და იქ ათასობით ადამიანი იყრის თავს, ესე იგი სასწაული უნდა მოხდეს, რომ იქ მსხვერპლი არ იყოს, იმიტომ, რომ განსხვავებული აზრები როცა ერთმანეთს ეჯახება, ყველა ადამიანი არ არის ერთნაირად გაწონასწორებული, თავშეკავებული. მე არ ვიცი, არ მე მეგულება თქვენს შორის ადამიანი, რომელსაც მოეწონა ის, რაც იქ ხდებოდა. მანამდეც გამოვაცხადე, რომ თვითონ ის იდეა, რის დემონსტრირებასაც ცდილობდა თვითონ ის ორგანიზაცია, რომელმაც გადაწყვიტა ამ დღეს თავისი პარადის ჩატარება, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ ასევე კატეგორიულად მიუღებელია ის ფორმა, რომლითაც უპირისპირდები ამ მოვლენას. [..]

სხეულზე ვგრძნობ ტკივილს ყველა იმ მოქნეული ჯოხისა, თუ გასროლილი ქვისა, თუ იმ წიხლებისა, თუ იმ შეფურთხებებისა...

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი TV პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები